LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა: რა არის და სად არის ეს ცენტრი

663
241741402

თბილისში გაიხსნა მეცნიერებისა და კულტურის რუსეთის ცენტრი. რუსული კულტურის ცენტრი რუსეთის ინტერესების საკონსულო სამსახურის სექციაში გაჩნდა და სადმე ცალკე შენობაში არ განთავსდება.

ცენტრის გახსნა ცოტა ხნის წინ რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა მას შემდეგ დაანონსა, რაც პრაღაში რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შეხვდა. რუსი დიპლომატი მაშინ აღნიშნავდა, რომ „ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში“.

კარასინის განცხადებამ საქართველოში აღშფოთება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ ეს ინფორმაცია უარყო.
მაშინ ეს ინფორმაცია უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცის მოადგილე ანდრეი რუდენკომაც. მისი თქმით, არანაირი რუსული კულტურის ცენტრი თბილისში არ გაიხსნება.
„ასეთი ცენტრები თბილისში ძალიან დიდი ხანია მოქმედებს და ისინი მშვიდად მუშაობდნენ. არაფერი ახალი არ გაიხსნება და აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის სახელმწიფო მედია იმასაც წერს, რომ იგეგმება გაიხსნას რუსული ენის ფასიანი კურსები. პედაგოგთა შორის იქნებიან რუსეთის ხალხთა შორის მეგობრობის უნივერსიტეტის სპეციალისტებიც, რომლებმაც კვალიფიკაციის კურსები გაიარეს და საერთაშოირსო სერტიფიკატები გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საელჩო თბილისში აღარ არსებობს, მარტო მოქმედებს რუსეთის ინტერესების საკონსულო სამსახური შვეიცარიის საელჩოში.

 

ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია თბილისში განთავსებულია ფონდ „რუსეთის სამყაროს“ საინფორმაციო პორტალზე.

 

ცნობისათვის ეს ფონდი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შეიქმნა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებლები კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g