LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

63
BeFunky-collage (8)

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, 5 სექტემბერს აფეთქება მოხდა.

დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა 15-20 ადამიანი უნდა იყოს. ადგილობრივი ჟურნალისტების მონაცემებით, მათ შორის შეიძლება იყვნენ დიპლომატები.

რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ  აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო.

“ქაბულში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან ბოევიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. თავდასხმის შედეგად დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი წევრი დაიღუპა, ასევე იყო მსხვერპლი ავღანეთის მოქალაქეებს შორის”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიიჩქარის სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქების ადგილზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები