LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენე ქართულად – მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული, მწვანე USB კაბელი საქართველოში შეიქმნა

2779
დდ

მსოფლიოში პირველი მწვანე, ეკომეგობრული USB კაბელი ქართულია და მას „ტენე“ ჰქვია. პროექტი კომპანია „ჯინვენტორმა“ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც სანდრო ლილუაშვილია.

“მწვანე” USB კაბელი მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია „ჯინვენტორმა“ საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და თითოეული დაინტერესებული პირი, რომელიც მინიმუმ 20 ლარს გადარიცხავს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, ავტომატურად გახდება აქციის მონაწილე, საჩუქრად კი ყველაზე მაგარ USB კაბელს, „ტენეს“ მიიღებს.

როგორ გაჩნდა „ტენეს“ შექმნის იდეა:

„2017 წელს ჩვენმა კომპანიამ დაბრენდა პირველი ქართული USB კაბელი „ჯინვენტორი“ და შემოიტანა საქართველოში სარეალიზაციოდ. სულ მალე ჩვენი კაბელი ძალიან პოპულარული გახდა, რადგანაც არ ფუჭდება და თან, ქართულია. ამიტომ, პირველ წითელ ვერსიას მოჰყვა მეორე – კიდევ უფრო გაუმჯობესებული ლურჯი ვერსიის დაბრენდვა და ჩამოტანა. ყოველი ახალი პარტიის შეძენისას გვიჩნდებოდა შეგრძნება, რომ წარმოება საქართველოში უნდა გადმოგვეტანა. სწორედ ამ დროს დაემთხვა ლარის გაუფასურებაც და მყარად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან USB კაბელის შესაძენად ფული აღარ უნდა გადარიცხულიყო და აუცილებლად საქართველოში უნდა დაგვენერგა წარმოება. ამასთან ეს ჩანაფიქრი ისე გვინდოდა განგვეხორციელებინა, რომ თან გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაშიც მიგვეღო მონაწილეობა და წარმოებაში მეორადი მასალები გამოგვეყენებინა. ამ მისიის შესასრულებლად გავემგზავრეთ ჩინეთში, შევარჩიეთ შესაბამისი, საჭირო დანადგარები და ჩამოვიტანეთ. მაგრამ, მალევე მივხვდით, რომ ჩინელი იმპორტიორების მხრიდან საქართველოს ბაზარზე იმდენად მაღალი კონკურენციაა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება არც თუ ისე იოლი საქმე იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სპეციალურ ანგარიშზე გადმორიცხოს თანხა. მისი გაკეთებული შემოწირულობით შევძლებთ, დავასუფთაოთ ჩვენი ბუნების მინიმუმ 10 კვადრატული მეტრი პოლიეთილენის ნარჩენებისგან. ხოლო მას საჩუქრად გადავცემთ პირველ ეკომეგობრულ, მწვანე USB კაბელს“, – ამბობს სანდრო ლილუაშვილი და ყველას მოგვიწოდებს, რომ გავხდეთ ქველმოქმედები, ვიზრუნოთ გარემოზე და თან ვტენოთ ქართულად… #ტენექართულად!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g