LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 6 წლის ნიკუშა, რომელმაც პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო

267
ing (2)

კომპანია „ტენე“, სოციალურ ქსელში 6 წლის ნიკუშა ქინქლაძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ტენე“ წერს, ნიკუშამ, პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო.

„6 წლის ნიკუშა ქინქლაძე თვლის, რომ პლასტმასის შეგროვება ახლავე უნდა დაიწყოს და ამით მაგალითი მისცეს, როგორც მის მეზობლებს, ისე ყველა პირველკლასელს, რადგანაც 2050 წლისთვის, როდესაც ის 32 წლის იქნება, ამის გაკეთება უკვე დაგვიანებული იქნება.

ნიკუშა ევროპული სკოლის მოსწავლეა, სადაც მას და მის კლასელებს აუხსნეს, რამდენად მცირე დრო გვაქვს დარჩენილი დედამიწის გადასარჩენად“, – წერს „ტენე“ და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ნიკუშას შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს.

„სრულიად შემთხვევით გავიგეთ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სამეზობლო ჯგუფში, ნიკუშას დედამ შეტყობინება ჩააგდო, რომ ნიკუშამ მათ ბაქნებზე მუყაოს ჩანთები დაალაგა და მეზობლებს სთხოვა, რომ გამოყენებული პლასტმასა მუნიციპალური ურნის ნაცვლად იქ ჩაეყარათ“.

 

? 6 წლის ნიკუშა ქინქლაძე თვლის, რომ პლასტმასის შეგროვება ახლავე უნდა დაიწყოს და ამით მაგალითი მისცეს, როგორც მის…

Posted by Tene – ტენე on სამშაბათი, 16 იანვარი, 2024

 

ტენე ქართულად – მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული, მწვანე USB კაბელი საქართველოში შეიქმნა

არ ჩაყარო საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, ჩააბარე “ტენეს” და მიიღე ქულები – 1 ქულა უდრის 1 ლარს

„პლასტმასას ბოთლებს, ვიბარებთ ბოთლებს!“ – „ტენე“ მოქალაქეებს მიმართავს

 

ფოტო: Jio Barsegyan

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები