LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე დღეს იუბილარია – უცნობი ფაქტები მედიკოსის შესახებ

5894
BeFunky-collage (3)

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ერთ-ერთია, ვინც თითქმის ყოველდღე აწვდის საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას და მის კოლეგებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვირუსთან საბრძოლველად.

ზაალ სულაკაურმა „კორონავირუსის გმირებს“ კარიკატურა მიუძღვნა:”ჩვენი მადლობა და პატივისცემა ამ სამეულს!”

დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა. მას 72 წელი შეუსრულდა. გადავავლოთ თვალი მის ბიოგრაფიას.

თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს არის დაბადებული. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნევა.

2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის “ჰეპა” ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, იმუნოლოგი, პროფესორი. ასევე სამედიცინო სფეროშია მისი მეუღლე – ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.

ის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.

თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.

თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.

თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ – 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.

არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. გახლავთ 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამოდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი, არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.

უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზარდა სპეციალისტმა“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენრტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გთავაზობთ საინტერესო სიუჯეტს თენგიზ ცერცვაძის შესახებ, რომელიც ტელეკომპანიამ “პულსი” მოამზადა და სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

https://www.facebook.com/pulsitv/videos/207477347156977/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები