მხატვარი-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური საქართველოში კორონავირუსთან გმირულად მებრძოლ ადამიანებს კარიკატურას უძღვნის. მასზე გამოსახულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და რესპუბლიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
“ჩვენი მადლობა და პატივისცემა ამ სამეულს!”- წერს ზაალ სულაკაური.
აღსანიშნავია, რომ კომენტარებში მხატვარს სთხოვეს, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიასაც მიუძღვნას კარიტკატურა, რაზეც სულაკაურმა თქვა, რომ „ქალბატონებს კარიკატურას ხვალ მიუძღვნის“.