LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

102
542981

დღეს დილიდან, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტის სამძებრო სამაშველო სამუშაოები განახლდა. სამუშაოებში სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო.

ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში გუშინ, საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი ჯგუფის წინ წავიდა, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები