LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზის ჭამა ორგანიზმს ჰაერის დაბინძურებისგან იცავს

239
200715080805-stock-baked-salmon-super-tease

შეიძლება ჰაერის ფილტრი შეიძინოთ მანქანაში ჩასაყენებლად, ან სახლისთვის. თუმცა, რას იტყვით მექანიზმზე, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ორგანიზმში ჩაამონტაჟოთ. ამისთვის ტექნიკის მაღაზიებს გვერდი აუარეთ და პირდაპირ სურსათთან შეჩერდით.

ამერიკის ნევროლოგთა აკადემიის ახალი კვლევებით, ხანშიშესული ქალებისთვის კვირაში ორჯერ ან მეტჯერ თევზის რაციონში ჩართვა, ტვინს ეხმარება, რომ ორგანიზმი ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვას.

“ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს შეუძლია თავის ტვინის სტრუქტურის შენარჩუნება და დაბერების პროცესის შენელება. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში ნეიროტოქსინებისგან ორგანიზმის დაბინძურება შემცირებულია.

ასე რომ, ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს შეუძლია ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების გავლენის შემცირება”, – ამბობს პროფესორი კა კაჰე.

 

კავშირი საკვებსა და ჯანმრთელ ტვინს შორის

70 წლის თეთრკანიანი ქალების უმეტესობა ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც დაბინძურებული ჰაერია. მათ ვისაც სისხლში ომეგა სამის ნაკლებობა აღმოაჩნდა, ტვინის დაზიანებაც ყველაზე მეტად აღენიშნებოდათ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თევზის მოხმარების შედეგად შეიძლება შენარჩუნდეს მეხსიერებაზე პასუხისმგებელი უბნის ზონა, ასევე ეს ყველაფერი მოწყვლად ჯგუფს [მოხუცებს] დაიცავს ჰაერის დაბინძურების პოტენციური ეფექტებისგან.

საუკეთესო ვარიანტებია ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია და თინუსი; თუმცა მოხარშული და არა შემწვარი.

 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ შედეგის კიდევ უფრო განზოგადებისთვის, მეტი კვლევაა საჭირო. ახლა კი მხოლოდ თეთრკანიან მოხუც ქალებზეა დადასტურებული შედეგები. მეცნიერებმა სწორედ მათთვის იმუშავეს, რადგან ამ კატეგორიაში ტვინის იმ უბნის შემცირება, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, უფრო მეტად შეინიშნებოდა ვიდრე სხვებში.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება ადამიანის კოგნიტურ უნარებზე, თუმცა ცნობილია რომ ნაწილაკები, რომლებიც ფილტვებში ხვდებიან სისხლძარღვების მეშვეობით მთელ სხეულში ნაწილდებიან. წესით, ტვინს დამცავი ბარიერი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ნაწილაკები მის გადალახვას მაინც ახერხებენ. მთელი გასაღები კი იმაშია, რომ ომეგა სამი ამ დამცავ ბარიერს აძლიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები