თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომას, დედაქალაქის მერის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ლეკვიც ესწრება.
ფოტოებს დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან სოციალურ ქსელში ქეთი ლაგვილავა ავრცელებს.
კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ძაღლი 13 თებერვალს წაიყვანა. ის მერის კაბინეტის მეზობლად დასახლდა.
მერის და ტიფანის ახალი ფოტოები გუშინაც გავრცელდა.