ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მისი მეუღლის, მოდელ თიკო ჩხეიძეს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, წყვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა.
თიკო ამ ტრაგედიასთან გამკლავების ერთ-ერთ გზად წიგნის დაწერა აირჩია. გამოცემა მის გოგონას ეძღვნება და „ჩემი ცხოვრების ანგელოზი“ ჰქვია.
ახლახან წიგნის გარეკანი მოდელმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:
„არ არსებობს ძლიერი და სუსტი, არსებობს ერთი ცხოვრება, რომელიც უნდა გაიარო. ცხოვრების გზაზე, რომელშიც მარცხი წარმატებად შეიცვლება, სიკეთე სიყვარულად მოგევლინება, ტრაგედია ღმერთთან მიგიყვანს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი “ჩემი ცხოვრების ანგელოზი” გახდება“.