რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი რუსულ სოციალურ ქსელს odnoklassnik-ს დაუბრუნდა.
მისი ბოლო აქტივობა 21:46 წუთზე დაფიქსირდა.
თინა კანდელაკსაც სხვა რუსი მოქალაქეების მსგავსად Instagram-ის მოხმარება მას შემდეგ შეეზღუდა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო კომპანია META-მ რუსეთში ოპერირება შეწყვიტა.
თინა კანდელაკის მსგავსად, რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი სოციალურ ქსელს დაუბრუნდა, რა თქმა უნდა, – Odnoklassnik-ს.
ისიც იძულებული გახდა, რუსეთში მყოფი ადამიანების მსგავსად META-ს კუთვნილი სოციალური ქსელებიდან რუსულ სოცქსელში “დარეპორტირებულიყო”.