LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტკივილამდე მენატრება ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე“ – მაია ასათიანი წერს, აპირებს თუ არა ტელევიზიაში დაბრუნებას

342
მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალური ქსელში პასუხობს გამომწერების კითხვებს, თუ როდის ბრუნდება ტელევიზიაში. როგორც მაია წერს, „ტკივილამდე ენატრება მისი ცხოვრების მთავარი საქმე, მაგრამ ვერ ბრუნდება ტელევიზიაში სამუშაოდ, რადგან ტელე სამყაროს კარი მისთვის დაიკეტა“.

„ბევრი მეკითხება, როდის დავბრუნდები. ეს ერთი წელი საოცრად მჭირდებოდა ყველაფრის გასაანალიზებლად, საკუთარ თავში გასარკვევად… ძალიან მენატრება ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე!!! ტკივილამდე მაკლია. თუმცა, არ კი არა ვერ ვბრუნდები!!! ტელე სამყაროს კარი დაიკეტა ჩემვის!!!! მიზეზი? რა გითხრათ აბა? არ ვიცი მიზეზი“, – წერს მაია ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები