თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.“
ტკივილით, დარდით და უსამართლობის განცდით უკვე მერამდენე ნიკოლოზობააა?
იზა ომაძე: „დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით.. საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!“
„ეს ფოტო შეიძლება ითქვას ნიკოს ბოლო კადრია, 18 აგვისტო, საათი, როგორც ყველაზე საყვარელი აქსესუარი მაჯაზეა, მაშინ როცა ანას იუბილეს აღნიშნავდა.. ქვეყნის მტრები, მის მკვლელობას გეგმავდნენ.. წ ა მ ზ ო მ ი ც ჩ ა ი რ თ ო“
გაუსაძლის ტკივილს და დიდ სიამაყეს, იმედს და მფარველს ვულოცავთ ჩვენს ნიკოს, ნიკოლოზობას !!!
წმინდა ნიკოლოზი სასწაულთმოქმედია და თუ სიმართლის განცხადება სასწაულია, დაე ასეც იყოს შევთხოვ წმინდა ნიკოლოზს შეგეწიოთ, სიმშვიდით და ბედნიერებით სავსე დღეები გიმრავლოთ წმინდა ნიკოლოზმა“. – წერს იზა ომაძე.