LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს, ნიკო კვარაცხელია თავის წილს ზეციდან აუცილებლად გააკეთებს – ნიკო კვარაცხელიას დედა „ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიაზე“

109
ნიკო კვარაცხელია - იზა ომაძე

„ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს, ნიკო კვარაცხელია თავის წილს ზეციდან აუცილებლად გააკეთებს“, – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

იზა ომაძის განცხადებით, „ბოროტების შავი რკალები აუცილებლად გაირღვევა და ყველაფერს აუცილებლად დაერქმევა მისი სახელი“.

„საზოგადოება გონიერია, ჩვენ გონიერი მომავალი თაობა გვყავს ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს, ნიკო კვარაცხელია თავის წილს ზეციდან აუცილებლად გააკეთებს.

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,

მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა.

მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,

სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,

არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.

ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,

უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი.

ტერენტი გრანელი“, – წერს იზა ომაძე.

ცნობისათვის, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი „ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის“ სპონსორი გახდა. სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებზე Bm.ge ნიკო კვარაცხელიას დედას ესაუბრა. იზა ომაძის თქმით, “ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის” ბენეფიციარს “ტერენტობის” ორგანიზატორები შეარჩევენ.

„გრანელის სტიპენდიას“ ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლე ან სტუდენტი მიიღებს ნიკოს სახელით”, – ამბობს იზა ომაძე.

❗️ბოროტების შავი რკალები აუცილებლად გაირღვევა, ყველას და ყველაფერს აუცილებლად დაერქმევა მისი სახელი, საზოგადოება…

Posted by Iza Omadze on Monday, October 10, 2022

 

 

პოპულარულები