LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი დღიდან როცა ანგელოზი შვილი წინ მეწვინა, სინანულს, აღიარებას, პატიების თხოვნას ვითხოვდი… ეკა კუპატაძე, თქვენი რესურსი რატომ უნდა ხმარდებოდეს ასეთ ტკივილს“ – ნიკო კვარაცხელიას დედა გიგა ავალიანის დედას

259
ეკა კუპატაძე, იზა ომაძე

მოკლული ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინტერვიუს აზიარებს და წერს, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იზიარებს.

ინტერვიუში ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე დაკავებულებზე საუბრობს და სინანულის არარსებობაზე მიუთითებს.

ეკა კუპატაძე: „როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას ვთხვოვდი“

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„თითოეულ სიტყვას ვეთანხმები, პირველი დღიდან როცა ანგელოზი შვილი წინ მეწვინა, სინანულს, აღიარებას, პატიების თხოვნას ვითხოვდი, იგივეს ვითხოვდი სასამართლო პროცესზე და პასუხად სიცილი და ტყუილის მეტი ვერაფერი მივიღეთ, სინანულზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი….
მშობლების თემა ცალკე და ვრცელი თემაა, მათ ხომ საერთოდ არ იციან სინანული და პატიების თხოვნა რას ნიშნავს…. ეკა კუპატაძე  თქვენი რესურსი რატომ უნდა ხმარდებოდეს ასეთ ტკივილს“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ფოტო სლაიდზე: „რადიო თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g