LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრი“ თავის მომხმარებელს ახალ მოდელს სთავაზობს

536

„ტოიოტა ცენტრი“  თავის მომხმარებელს  ახალ Land Cruiser 200- მოდელს სთავაზობს. Toyota-  თავისი უგზოობის ფლაგმანი, Land Cruiser განაახლა. განახლებულ მოდელში მთავარი სიახლე უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტია.

როგორც „ფორტუნას“„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ განუცხადეს, Land Cruiser 200 V8 პირველიტოიოტაა”, რომელმაც .. Toyota Safety Sense P მიიღო, მომავალში კი უსაფრთხოების ასისტენტსისტემების ეს პაკეტიტოიოტასსხვა მოდელებშიც გამოჩნდება.

„პაკეტში შედის შეჯახების თავიდან აცილების სისტემა ფეხით მოსიარულეების ამოცნობის ფუნქციით, ახალი რადარული კრუიზკონტროლი, ავტომატური შორსმაშუქი განათება და .. Multi-Terrain-Monitor-ეკრანი ამიერიდან მანქანის ქვემოთ დამონტაჟებული კამერის სურათსაც უჩვენებს, რათა უგზოობაზე გადაადგილებისას აკონტროლოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ“ – განაცხადეს„ტოიოტა ცენტრი ტეგეტაში“.

აგერთვე, სიახლეა დიზელის 4,5-ლიტრიანი Biturbo V8-ძრავა, რომლის სიმძლავრე 272 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ბრუნის მომენტი კი 650 ნმ-ია. გადაცემათა კოლოფი 6-საფეხურიანი ავტომატიკაა.

სიახლეა ინტერიერშიც   – ახალი, 4,2-დუიმიანი TFT-ეკრანი ინსტრუმენტებს შორის. გარდა ამისა, ახლებურადაა დალაგებული ჩამრთველების ჯგუფები. 6 კლასიკური ანალოგური ინსტრუმენტის ფონი LED-განათებითაა წარმოდგენილი. ტყავის პაკეტი 4 ფერშია ხელმისაწვდომი და მოდელების მიხედვით, კლიმატიზირებადი სავარძლების შეკვეთაც შესაძლებელია. მულტიმედიის ეკრანი კი უკვე 9-დუიმიანია. ცვლილებება ექსტერიერის დიზაინშიც  –  მაშუქების ახალი დიზაინი, შეცვლილი კაპოტი, წინა ფრთები, ახალი ცხაურა და წინა ბამპერი.

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წლის 24 მარტს, კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არის „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანია. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტო ტექ. მომსახურებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები