LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda რუსეთიდან გადის

53
mazda_6

იაპონური კომპანია Mazda რუსეთის ფედერაციაში ავტომობილების წარმოების პროცესს სრულად წყვეტს. Reuters-ის ინფორმაციით, Mazda ვლადივოსტოკში ქარხანას მარაგების საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ შეაჩერებს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Toyota-მაც. კომპანიის განმარტებით, წარმოების შეწყვეტის მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რის გამოც რუსეთში ავტომობილების ნაწილებისა და დეტალების იმპორტი შეზღუდულია. გასულ წელს Mazda-მ რუსეთში 30,000 ავტომობილის გაყიდვა შეძლო და ის კომპანიისთვის მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზარს წარმოადგენს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ავტომობილების წარმოებისა და რეალიზაციის გადაწყვეტილება რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Mercedes-Benz, BMW, Toyota, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები