თუკი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობთ და ერთ-ერთ ვარიანტად იტალიაც გაქვთ, მაშინ ეს რეიტინგი სწორედ თქვენთვისაა. სიაში მოხვდნენ ის ქალაქები, სადაც გადასვლა და სამუდამოდ დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
- რომა
საუკეთესო ადგილი, სადაც გადასვლა და დარჩენილი ცხოვრების გატარება კარგი აზრი იქნებოდა იტალიის დედაქალაქია. უნიკალური არქეოლოგია, მუზეუმები თუ ღამის ცხოვრება – რომს ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს.
- მილანი
მილანი მოდისა და მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტების სამშობლოა, ამიტომ ყველაზე გლამურული ქალაქი იმედგაცრუებულს არავის დატოვებს.
- ტურინი
ეს ქალაქი ერთდროულად ლამაზი და თან ძალიან შთამბეჭდავია. გარდა საინტერესო ისტორიისა, დანიშნულება საუკეთესო საკვებს, ხელოვნებასა და იტალიურ ატმოსფეროს აერთიანებს.
- ვენეცია
თუკი გსურთ, რომ ნამდვილ ზღაპარში იცხოვროთ, მაშინ ვენეციაში უნდა წახვიდეთ. ვენეცია მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქალაქია, სადაც ჯადოსნური არქიტექტურა და მეგობრული ხალხი დაგხვდებათ.
- ნეაპოლი
ნეაპოლი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიის მქონე ქალაქია და ვისაც ნამდვილი იტალიის შეგრძნობა სურს, სწორედ იქ უნდა გადავიდეს საცხოვრებლად.
- ფლორენცია
ფლორენცია არის ქალაქი სადაც რენესანსი დაიბადა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სტუდენტები შეადგენენ, ამიტომ ვისაც ცოცხალი გარემოცვა სურს, სწორედ ამ დანიშნულებას უნდა ესტუმროს.
- ბოლონია
ბოლონია ყველაზე დიდი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. ეს არის თანამედროვე რეალობაში გაცოცხლებული ისტორია და საცხოვრებლად საინტერესო გამოცდილება.
- პიზა
გარდა პიზის კოშკისა, ქალაქი ცნობილი უამრავი ტაძრით, ისტორიით, მუზეუმებით და ძლიერი ეკონომიკითაა.
- პარმა
პარმეზანის ყველის სამშობლო ნამდვილი გასტრონომიული სამოთხეა. თუმცა, გასართობს იქ გურმანების გარდა ისტორიისა და კულტურის დამფასებლებიც იპოვიან.
- ბერგამო
თუკი ანტიკური ქალაქები მოგწონთ, მაშინ იტალიის ჩრდილოეთში მდებარე დასახლება იდეალური დანიშნულებაა. ბერგამო ოჯახთან ერთად გადასაბარგებლად საუკეთესო ქალაქია.