LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ქვეყანა საუკეთესო განათლებით: სად არის საქართველო

317
Capture

განათლება ის დარგია, რომელიც ყველა მშობელს აღელვებს. საქართველოში ბევრს იპოვნით, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს განათლების სისტემითა და დონით. ეს არც არის გასაკვირი, ქვეყანა მიჯაჭვული იყო საბჭოთა განათლების სისტემას, ევროპისკენ ფანჯრის გაჭრით სიახლეები კი მოვინდომეთ, მაგრამ ასე უცებ გადაწყობაც ვერ ხერხდება, მით უმეტეს, რომ სისტემაში ძველი კადრებიც საკმარისად იყვნენ და არიან. ისიც არის, რომ ყველაფრის გადმოღებაც არ ივარგებს, უნდა მოერგოს ჩვენს თავისებურებებს. ამას ემატება ისიც, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია ათასობით მაღალკვალიფიური კადრი გაზარდო და იპოვო ერთი სფეროსთვის. მოკლედ, პრობლემები და საფიქრალი ბევრია, მანამდე კი ვნახოთ რომელი ქვეყნები დგანან პირველ საფეხურებზე განათლების დონის მიხედვით.

 

მე-5 ადგილი

მოწინავეთა სიაში ბოლო დიდი ბრტანეთია. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. სკოლებში ბევრი წრეა, საკუთარი თეატრი და ორკესტრიც ყავთ, მოსწავლეები ზაფხულშიც სწავლობენ.

მე-4 ადგილი

ფინეთი მეოთხე პოზიციაზეა. 2015 წლიდან აქ განათლების გაუმჯობესებული სისტემაა და ახალ დროებას ფეხს უწყობენ. ქვეყანაში ყველა სკოლა თანაბარია, არ იყოფა ელიტურად, ყველაზე დიდებში კი ათასამდე ბავშვი სწავლობს. მშობლებსაც და მოსწავლეებსაც აქ არ ყოფენ მდიდრებად და ღარიბებად, შეძლებულებად და ნაკლებად შეძლებულებად.

მე-3 ადგილი

რეიტინგში „ბრინჯაო“ ჰონგკონგს აქვს. განსაცვიფრებელია საგანმანათლებლო სივრცე და პირობები. სკოლები ძალიან თანამედროვეა, უფრო მეტად Google-ის ოფისს წააგავს: აქ რის მოსასვენებელი ზონები, ბაღები (სახურავებზეც), კაბინეტში შესაძლოა იყოს სარბენი ბილიკები, საქანელები.
ბავშვებს ორ ენაზე ასწავლიან – ჩინურად და ინგლისურად, ხოლო მშობლები აქტიურად ერთვებიან სწავლის პროცესში.

მე-2 ადგილი

ეკონომიკუარდ განვითარებული ქვეყანა სინგაპური მეორეა. აქ განსაკუთრებით განთქმულია სკოლამდელი ასაკის განათლება.
მთელი ქვეყნისთვის ერთიანი საგანმათლებლო სისტემაა. ბავშვები ორ ენაზე სწავლობენ, სინგაპურულად და ინგლისურად.
კლასები ბავშვების შესაძლებლობის მიხედვით იყოფა, ხოლო სიახლეებს სინგაპურში ძალიან ფრთხილად ეკიდებიან.

1 ადგილი

პირველი ადგილი უკავია იაპონიას. ბავშვები სკოლაში ჩვეულებრივი ტანსაცმლით დადიან. მაგრამ ექსკურსიაზე წასვლისას სავალდებულოა ყვითელი ქუდი და ყვითელივე საწვიმარი.
საშუალო სკოლაში 7 გაკვეთილია, ხოლო კლუბებში ინტერესის მიხედვით 18 საათამდე არიან. ახალ სემესტრში მოსწავლე ახალ კლასში გადადის, რათა კომუნიკაცია ისწავლოს და სხვა ბავშვებთან ქონდეს ურთიერთობა.

 

ყველა ამ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე და სწავლისთვის საჭირო პირობებს ქმნიან, ბავშვები კი მერე სკოლის მადლობელი არიან.

ჩვენთან? – არის ელიტური სკოლები, ძვირადღირებული სამოსი, „მამიკოს შვილობა“, სამარცხვინო საბჭოთა მემკვიდრეობა – რეპეტიტორობა, ძველბიჭობა და შესაბამისად ჩხუბი და გარჩევები, ხშირად მშობლების პათოსური პრეტენზიები (ჩემი შვილი, ჩემ შვილს, ჩემმა შვილმა…), უკვე ნაკლებად, მაგრამ „ბანბანიორკები“, თანამედროვეობას ფეხვერაწყობილი ინფრასტრუქტურა და შედეგად… ტყუილად დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლები, არაკვალიფიციური და მოუმზადებელი კადრები და დასაქმების პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები