გაუსაძლისი პირობების გამო ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. ამის შესახებ „ტორპედოს“  ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს“ – წერია საფეხბურთო კლუბის ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

 

ქუთაისის „ტორპედო“ ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას ეკუთვნის. საფეხბურთო კლუბს უკვე რამდენიმე თვეა მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს. გადაუხდელია ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებაც. ქუთაისის მერია კლუბთან ხელშეკრულებას წყვეტს და ჩაჩავასთვის „ტორპედოს“ ჩამორთმევას აპირებს, რის შემდეგაც კლუბი მერიის ბალანსზე დაბრუნდება. ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს. მან ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა წამოიწყო.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები დახმარებას ქუთაისის მერიისგან, კერძო სექტორისა და ფეხბურთის ფედერაციასგან ელოდებიან.

მსგავსი თემები