LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს

143
Untitled design (71)

საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებისას  მიხეილ სააკაშვილმა კამერების მიმართულებით დაიწყო განცხადების გაკეთება, რაზეც მოსამართლემ უთხრა, რომ მის მხარეს მიტრიალებულიყო.

„თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ, არ ვაპირებ, თქვენკენ გამოხედვას. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს“, – მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს.

„რა თქმა უნდა, თქვენკენაც გამოიხედავს, მაგრამ პროცედურულად გაწერილი არაა მზერას საით მიმართავს”, – აღნიშნა სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

„უბრალო პატივისცემის ამბავია“. – დასძინა მოსამართლემ.

ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები