LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ საქართველოს სჭირდებით, სჭირდება თქვენი გამოცდილება, ცოდნა, განათლება და უნარები რათა ამ ქვეყანას ერთად მივხედოთ“ – მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს ახალი ინიციატივით მიმართავს

145
მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათთვის ახალ ინიციატივის შეთავაზებაზე მუშაობენ, რომელიც ემიგრანტებთან ერთად სპეციალური პლატფორმის შექმნას გულისხმობს:

„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის 23%- მა დატოვა ქვეყანა! გამოკითხვების შედეგად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე თავისი სამშობლოს დატოვებაზე – გაქცევაზე ფიქრობს. მეტიც, ყოველი მესამე ახალგაზრდაა, ვინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში და წასვლაზე ფიქრობს.

სამწუხაროა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას დოვლათი და შექმნას მომავალი ამ ქვეყნის. მე ჩემს გუნდთან ერთად სერიოზულად ვმუშაობ ამ პრობლემის გადაჭრაზე.

გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება, რომელიც იქნება დაფუძნებული საქართველოში. ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან უკვე გვაქვს კავშირი და ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რუსეთში.

ჩვენ უნდა შევქმნათ ემიგრანტთა – მუდმივმოქმედი გაერთიანება ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნის და ტექნოლოგიების დანერგვის და ამ ადამიანების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

ემიგრანტების ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ემიგრანტების ჩართულობა იყოს და ისინი მონაწილეობდნენ არჩევნებში.

მინდა, მოგიწოდოთ ჩართულობისკენ, იმედი მაქვს, რომ გამოგვეხმაურებით, თქვენ საქართველოს სჭირდებით, სჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა, თქვენი განათლება და უნარები რათა ამ ქვეყანას ერთად მივხედოთ.

ძალიან მალე გაგიზიარებთ ამ ინიციატივის შესახებ და ეს იქნება მძლავრი დასაწყისი იმ დიდი პროექტისა, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით.“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე თავის საგანგებო მიმართვაში.

ვიდეო: 100 ათასმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, არ მინდა ვიხილო „საქართველო ქართველების გარეშე“, შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა – მამუკა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები