LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით – დიღმელაშვილი გახარიას მიმართავს

136
BeFunky-collage (3)

“თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით,”- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდიანრე აქციაზე მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

“ახლა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე, თითქოს აქ არაფერი მომხდარა და მათი სისხლი არ დაღვრილა. ამასაც ბოლომდე მივიყვანთ და თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით,”- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს მიმართავენ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. ამასთან, სთხოვენ, დადგნენ სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერებია დაკრული.

აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს პირბადეები დაურიგეს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

საუკეთესო დროა შევახსენოთ ადამიანებს, რა მოხდა ერთი წლის წინ…მაქვს დიდი უსამართლოს განცდა, რომელიც სადღაც უნდა გამოვხატო – მაკო გომური

 

პოპულალურები