LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი საქმე სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ – კენ რობინსონის რეკომენდაციები

2050360

კენ რობინსონი მიიჩნევს, რომ ადამიანები არასათანადოდ იყენებენ საკუთარ ნიჭს. როგორც მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა, საქმე  სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ და გიყვარდეთ. რობინსონი ფიქრობს, რომ ოცნებები მიზნად უნდა გაიხადოთ და აიხდინოთ. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი საკუთარი საქმიანობისგან ვერ იღებს სიამოვნებას.

“ასეთი ადამიანებისთვის სამსახური ასატანია და არა სახალისო, შაბათ-კვირის მოლოდინში მუშაობენ. თუმცა  შევხვედრილვარ ისეთებსაც, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ და ვერც წარმოუდგენია სხვა რამის კეთება. რომ შესთავაზოთ სამსახურისთვის თავის დანებება, უარს იტყვიან, რადგან ეს საქმე მათი სულის ნაწილია. მაგრამ ასეთები უმცირესობას შეადგენენ“.

სპიკერის თქმით, თითოეულ ადამიანს ნიჭისა და უნარების გამოსავლენა სჭირდება და ამისთვის პირობები უნდა შექმნათ. ძირფესვიანი ცვლილების განხორციელება სწორედ განათლებაშია მნიშვნელოვანი. რობინსონის აზრით, ინოვაცია იმის გაკეთებას გულისხმობს, რაც უმრავლესობისათვის არაა ადვილი. “ადამიანები ხშირად მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, რადგან ყოველთვის ასე იყო, ცვლილებები კი ყოველთვის შესაძლებელია”, – ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები