LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი ტელეფონის ნომერი საეჭვო პირების ხელშია – “ფეისბუქი” ამას ადასტურებს

403
fb

სოციალურმა ქსელმა “ფეისბუქმა” ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ 200 მილიონი მომხმარებლის სატელეფონო ნომერი, რაც ონლაინბაზაში, დაცული არ არის. კომპანიის ინფორმაციით, უკვე გამოიძიეს, თუ ვინ შეადგინა ბაზა და ვინ დატოვა ის ასე დაუცველი. ასეთი დაუცველი მომხმარებელი მხოლოდ ბრიტანეთში 18 მილიონია. 

2.2 მილიარდით ნაკლები პროფილი - facebook-მა ყალბი ექაუნთები წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა.

BBC  წერს, რომ ტელეფონის ნომრების ბაზა და “ფეისბუქის” აიდი დაუცველ ვებსერვერზე აღმოაჩინეს , რომლის პაროლიც ასევე არ იყო დაცული.

შეგახსენებთ, 2018 წლის აპრილში, “ფეისბუქმა” გათიშა ის ფუნქცია, რომლითაც ადამიანები “იუზერებს” ტელეფონის ნომრით ეძებდნენ. მაშინ კომპანიამ თქვა, რომ “მავნებელმა მსახიობებმა” ამ ფუნქციით გაიგეს, თუ ვინ ფლობდა ამა თუ იმ ნომერს.

მენეჯმენტში ასევე თქვეს, რომ ტელეფონების ნომრებისა და პროფილების მოძიება/მოგროვება წლების მანძილზე გრძელდებოდა და თუ თქვენ ნომერი არ შეგიცვლიათ პარამეტრებში, შესაძლოა, ის ინფორმაცია უკვე სხვების ხელშია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები