ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ასეთმა გახსნამ მომავალში ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს. ნათია თურნავა ბიზნესს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ეს არაა უპირობო გადაწყვეტილება, უფლებას ვიტოვებთ, თუ დავინახეთ, რომ ადამიანებმა, მომხმარებლებმა აღარ დაიცვეს რეგულაციები და ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირატესია და მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება, რისი გაკეთებაც არ გვინდა. ყველას და განსაკუთრებით ბიზნესს მოვუწოდებ, თუ პროტოკოლების ძალიან მკაცრი დაცვა არ იქნება, არავის არ ეწყინოს, ვალდებულები ვიქნებით ამ გადაწყვეტილებებს გადავხედოთ“,-აღნიშნა თურნავამ.