LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს – სარჯველაძე

171
სარჯველაძე

მმართველი პარტიიდან პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება.

მედიასთან საუბრისას სარჯველაძემ განაცხადა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს საქართველოსთან კავშირს გაუმარტივებს.

„როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად რაციონალურად ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია.

ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა ამ შემთხვევაში, ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამავე თემაზე:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

კალაძე: რუსეთი თუ პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

“თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g