თბილისის მერის განცხადებით, პრობლემა არ არის ის, რომ საქართველოში შემოდიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც რუსეთში ხდება.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, არც ამაში ხედავს პრობლემას:
„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს. თუ მათი მხრიდან პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილება იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, – აცხადებს კახა კალაძე.