LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოჯახში 6 წლამდე ასაკის ბავშვია, აუცილებელია მოზრდილი კონტაქტისას იყენებდეს ნიღაბს – ივანე ჩხაიძე

200
ivanechxaidze201124

რა სიტუაციაა ქვეყანაში კოვიდინფიცირებულ ბავშვებთან მიმართებაში – ამ თემაზე „მაესტროს“ ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ქვეყანაში, ბოლო პერიოდის სტატისტიკით, ბავშვების წილი 111 ათას ინფიცირებულზე არის 7-8 პროცენტამდე. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ქვეყანაში სავარაუდოდ, 5-7 ათასი ბავშვია ინფიცირებული და ამათგან მხოლოდ 3 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა.

ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც დარჩა ბავშვებში, ეს არის საყოფაცხოვრებო გადაცემა, ანუ ოჯახის პირობებში შეიძლება გადაეცეს უფროსისგან ბავშვს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. 6 წლამდე ბავშვებში ნიღბის ტარების რეკომენდაციისგან თავს ვიკავებთ, თუ ოჯახში 6 წლამდე ასაკის ბავშვია, აუცილებელია მოზრდილი კონტაქტისას იყენებდეს მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბს, სხვა ღია კონტაქტი იქნება რისკის შემცველი. კორონავირუსის კონტაქტური გზით გადაცემა ბავშვებში ძალიან ხშირი და ისეთივე აქტუალურია, როგორიც წვეთოვანი გზით. ამ შემთხვევაში, მცირე ასაკის ბავშვებთან პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებს ეკისრებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები