LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, მშობლებთან ერთად დამნაშავე ხშირად არის ექიმიც, რომელიც ანტიბიოტიკს ნიშნავს იქ, სადაც ეს არათუ სასარგებლო, არამედ საზიანოც შეიძლება იყოს –  ივანე ჩხაიძე

316
ivanechxaidze

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ,,ფორტუნას” გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” მშობლების მიერ ბავშვებში ანტიბიოტიკების თვითნებურ გამოყენებაზე ისაუბრა.

„მსუბუქი ანტიბიოტიკები მართლაც არსებობს, მათ ჩვენ ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკებს ვუწოდებთ, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიაზე მოქმედებენ და არა ყველაზე. არსებობს ფართო სპექტრის, ძლიერი ანტიბიოტიკებიც, რომელიც გამოიყენება როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. თუმცა რასაკვირველია, ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება, მით უმეტეს ვირუსული ინფექციების დროს, არ შეიძლება. მეტიც, ამან შესაძლოა მომავალში სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ანტიბიოტიკორეზისტენტობა, ანუ ანტიბიოტიკების ხშირი და არასაჭირო მოხმარების ფონზე ორგანიზმის მათთან შეჩვევა. შედეგად, როდესაც ადამიანი ინფიცირდება ბაქტერიით, მას ანტიბიოტიკთა გარკვეული ჯგუფი უკვე ვეღარ შველის და საჭირო ხდება სხვა ჯგუფის ჩართვა, ანტიბიოტიკთა რიცხვი კი ამოუწურავი არ არის. სამწუხაროდ, მშობლებთან ერთად დამნაშავე ხშირად არის ექიმიც, რომელიც არასაჭირო მედიკამენტს ნიშნავს იქ, სადაც ეს არათუ სასარგებლო არ არის, არამედ საზიანოც შეიძლება იყოს. გარდა რეზისტენტობისა, ყველაზე მსუბუქ ანტიბიოტიკსაც კი უამრავი გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც, რომლის შიშითაც მოსახლეობის ნაწილი აცრაზე უარს ამბობს და ამ დროს თვითნებურად იღებენ ანტიბიოტიკებს და თავიანთ შვილებსაც ასმევენ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები