LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმსჯელებს თუ არა იმუნიზაციის საბჭო „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის ჩინური ვაქცინით ჩანაცვლებაზე – ივანე ჩხაიძის განმარტება

150
ivane

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დოზები არ არის. ადამიანებმა, რომლებმაც პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, მომდევნო დოზის გაკეთება მე-12 კვირას მოუწევთ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე დაგვიანებული იმუნიზაციის მიზეზად, სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ვაქცინის მოწოდების პრობლემას ასახელებს.

მისი განცხადებით, გამოსავალი შესაძლოა გახდეს ის, რომ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრილებს, სხვა ვაქცინა შესთავაზონ.

თუ სხვა ვაქცინებს სჭირდება, რომ პირველ და მეორე დოზას შორის  2-3 კვირა იყოს შუალედი, „ასტრაზენეკას“ მწარმოებლის ინფორმაციით, მათი ვაქცინის შემთხვევაში ეს პერიოდი შეადგენს 4-დან 12 კვირამდე პერიოდს.

მე საკუთარი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ მე-12 კვირას გავიკეთე მეორე დოზა“, – განმარტავს „ფორტუნასთან“ ჩხაიძე.

კითხვაზე, „ასტრაზენეკათი“ ორჯერადად აცრის შემდეგ, გაარკვია თუ არა ანტისხეულები რამდენი ჰქონდა, ჩხაიძე პასუხობს:

„ანტისხეულები არ შემიმოწმებია, რადგან ეს არაფრის მაჩვენებელი არაა. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა აცრის მიმართ. სულ სხვა მექანიზმები ერთვება ხოლმე იმუნურ სისტემის რეგულირებაში. თუ ვინმეს უნდა, რომ ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს, მას შეუძლია განისაზღვროს ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა. თუ არ აქვს მომატებული, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი აცრაზე არ რეაგირებს“. – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებსაც აცრა აქვთ გაკეთებული და 12 კვირა უკვე გასულია, მათ სხვა ვაქცინა უნდა შევთავაზოთ.

„თუ „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ 6 კვირაა გასული და ვაქცინა არ გაქვთ გაკეთებული, სანერვიულო არაფერია, რადგან თქვენ 6 კვირა გრჩებათ იმისთვის, რომ მეორე დოზა მიიღოთ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დოზის არაარსებობა არაფერს ცვლის, რადგან მათ იმუნიტეტის შექმნისთვის დარჩენილი პერიოდი საკმარისი აქვთ.

ეს პრობლემას შექმნის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა კვირაში ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ასტრაზენეკა ქვეყანაში არ იყო და მე -12 კვირა იყო შეთავაზებული“.- განმარტავს ჩვენთან საუბარში ჩხაიძე.

მათ რა გამოსავალი შეიძლება, რომ შევთავაზოთ?

შევთავაზოთ ის, რასაც იყენებს ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ოღონდ სხვა მიზეზების გამო.

ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ნიდერლანდმა და გერმანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის შემდეგ  სხვა ვაქცინით აეცრათ ადამიანები. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ „ასტრაზენეკას“ მანამდე უცნობ მოვლენას, კერძოდ სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევის შესაძლებლობას ეხებოდა. „ასტრაზენეკას“ შეცვლა უმეტეს შემთხვევაში „ფაიზერით“ მოხდა, ასეთივე წარმატებით შეიძლება მოხდეს მისი ჩანაცვლება „ნოვავაქსით“, ასევე „მოდერნათი“. შეიძლება  პირველი დოზა თქვენ გაიკეთოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ხოლო მეორე დოზა გაიკეთოთ ნებისმიერი სხვა ტიპის ვაქცინით.

ამ შემთხვევაში შესაძლოა საუბარი იყოს „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრაქტიკას მხარს არ უჭერს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებმაც სხვადასხვა ვაქცინით აცრა მოსახლეობა,  ჩვენთვის ამ მხრივ შეიძლება იყოს მაგალითი.

თუმცა, როგორც ცნობილია,  ამ მიმართულებით არანაირი კვლევა არ არსებობს.

აქ არანაირი კვლევა არ არის საჭირო, აქ პრინციპია მთავარი.  ჩინურ ვაქცინებზე ყურადღების გამახვილება არაფერ შუაშია.

„ასტრაზენეკას“ მოქმედების მექანიზმი არის  ადენოვირუსის ვექტორზე დაფუძნებული და ჩინური ვაქცინების მექანიზმი დაფუძნებულია მკვდარი ვირუსის ზემოქმედებაზე, ანუ სრულიად განსხვავებულია. ეს არის ერთ-ერთი პრინციპი, რის გამოც ირჩევენ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას, მათი ზემოქმედება განსხვავებულია და შესაბამისად, შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის გამოყენება. ასე რომ, ამ მხრივ ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ დადგება ეს საკითხი, ჩვენ გვყავს ქვეყანაში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭო, არის იმუნიზაციის საბჭო, არიან მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც შესულია ამ საბჭოში. თუ იქნება ამის აუცილებლობა, ჩვენ შევიკრიბებით და ამ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად  ან მივიღებთ, ან –  არა.

შესაძლებელია თუ არა „ასტრაზენეკათი“ აცრილი ადამიანები მეორედ ჩინური ვაქცინით აიცრან - ზაზა წერეთელი მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე

გაერთიანებულ სამეფოში აინტერესებდათ, პირველი დოზა თუ არის გაკეთებული „ასტრაზენეკათი“ და მეორე „ფაიზერით“, როგორი შედეგი დადგებოდა.

თუ ჩვენ ქვეყანაში შეგვექმნება ისეთი სიტუაცია, რომ იქნება ადამიანების გარკვეულად მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომ 12 კვირას გადაცდნენ, მაშინ ამ საკითხის განხილვას აზრი აქვს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ჩვენ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ თავისუფალი დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჯერ ჩვენ დრო გვაქვს.

თუმცა ზუსტი თარიღი, როდის შემოვა ეს ვაქცინა, ჩვენ არ ვიცით. ვვარაუდობთ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს თარიღი იქნება ივლისის პირველ კვირის განმავლობაში.

პოპულალურები