უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად მიდის.
ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ხოფერიას ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაფრთოვანა. ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და არჩილ ხოფერიას წარმატებებს უსურვებს.
„ამ ადამიანზე რა უნდა ვთქვა? თვითონ არის სიტყვაც, ღირებულებაც და თვალუწვდენელი სიმაღლეც.
თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.