“თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება”,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსადამ განაცხადა.
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დარჩეს ერთიანი. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს აკვირდება და იმ პირობებში, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„უნდა გამონახოთ გამოსავალი, რადგან სხვაგვარად ძალიან რთული იქნება წინ წასვლა. ეს ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა თქვენ გიყურებთ. თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
მისწრაფებების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული პროექტები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.