LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი

„ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა“ – რაზე ესაუბრა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს. თუმცა მისი თქმით, ამისთვის ქვეყანამ საჭირო რეფორმები უნდა გაატაროს.

ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს ხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი - გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. 

ლიეტუვა იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და საქართველოს ხედავს, როგორც გარდაუვალად ნატო-ს წევრს: გიტანას ნაუსედა

"მიზანი, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადი გააკეთოთ, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება" - ლიეტუვის პრეზიდენტი.

ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა, საქართველოს გაუზიაროს: გიტანას ნაუსედა

„როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, არც ჩვენი გზა იყო მარტივი,“ - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.