LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა“ – რაზე ესაუბრა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს გიტანას ნაუსედა

115
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან.

როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, მათ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს. თუმცა მისი თქმით, ამისთვის ქვეყანამ საჭირო რეფორმები უნდა გაატაროს.

„გილოცავთ, პრეზიდენტო, რომ თქვენს ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. გვწამს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებზე – ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე;

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა დემოკრატიას არ აძლიერებს.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა“ – სალომე ზურაბისვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პროატლანტიკური მისწრაფებები.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას აძლიერებს.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს დიდი შედეგები როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. უკრაინისადმი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი.

მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რადგან ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა. პრეზიდენტო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ურთიერთთანამშრომლობა გააღრმაოს ნატო-სთან.

კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

 

 

პოპულალურები