LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სუიციდზე ფიქრობ – 15 გზა, საკუთარი თავის დასახმარებლად

6546
12334-When-You-Dont-Want-to-Be-Here-But-Youre-Too-Afraid-to-Die-1296x728-Header-0

სუიციდის მაჩვენებლით საქართველო კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა – ასეთია ქართველი ფსიქოლოგების მოსაზრება. სამწუხაროდ, აღნიშნულს ბოლო პერიოდში, თბილისა და რეგიონებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებიც მოწმობს.

მარტვილში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო

,,მიდი ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ“ – 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ბულინგი გახდა

სუიციდის თემა არ დაიყვანება ერთ ან რამოდენიმე ფაქტორზე, მაგრამ კავშირი არსებობს ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა სუიციდის მცდელობა წარსულში, დეპრესია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა, ცხოვრების საზრისის დაკარგვა, გამოუვალობის შეგრძნება,  და ა.შ.

როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სუიციდზე გახსნილად საუბარი არ უნდა შეგვეშინდეს. სხვების გადასარჩენად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებაც.

თუ ფიქრობ, რომ საფრთხეში ხარ, სასწრაფო დახმარების სერვისებს უნდა მიმართო ან წახვიდე საავადმყოფოში ან უბრალოდ დაუკავშირდე ადამიანს, რომელსაც ენდობი.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს, ფსიქოლოგები გვირჩევენ:

დაელაპარაკეთ ვინმეს – პირველი და ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციაა და იმაზე საუბარია, თუ როგორ გრძნობ თავს. ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ გული გადაუშალოთ,  კონტაქტებში პირველ ადგილას  უნდა გყავდეთ  და მათთან ზარი დაუფიქრებლად უნდა განახორციელოთ

დაწერეთ – თუ საუბრის ხასიათზე არ ხართ, ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი, რაც თავში გიტრიალებთ. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ეს მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

ისაუბრეთ ხმამაღლა  – თუ არც წერა და არც ვინმესთან საუბარი გგონიათ გამოსავალი, მაშინ ხმამაღლა ესაუბრეთ საკუთარ თავს. გადმოეცით თქვენი ემოციები ხმებით, შეიძლება ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ იგივე ეფექტი აქვს, როგორც პირველ ორ შემთხვევაში.

მიიღეთ მედიკამენტი – კრიზისულ პერიოდში, როცა ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, უარი არ თქვათ დანიშნულ მედიკამენტზე.

ჩართეთ მუსიკა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ – მოუსიმო რაიმეს, რაც კარგ დროსთან ასოცირდება,  შეიძლება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს რთულ სიტუაციაში.

შეცვალეთ გარემო – ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებზე გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს. შეცვალე ოთახი სადაც ხარ, ან გადი გარეთ ბუნებაში და დაინახე სამყარო სხვანაირი კუთხით

გააკეთეთ რაიმე კრეატიული – ესაა უნარი გაუსწრო სტანდარტულ ჩარჩოებს და ამასთან, გრძნობების გამოხატვის არაჩვეულებრივი საშუალება. ამისთვის კი შეგიძლია ნებისმიერი რამ აარჩიოთ –  წერა ,ხატვა, ცეკვა…

გახდით აქტიური – იცეკვე სახლის გარშემო, იმოძრავე ერთი ოთახიდან მეორეში, გადი გარეთ სასეირნოდ.

კონცენტრირდი მომავალ რამდენიმე წუთზე –  იფიქრე თუ რას გააკეთებ მომდვნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგი წუთების განმავლობაშიც და ასე შემდეგ.

ჩათვლიმე – ძილის კარგი რეჟიმი რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის კარგია, პროდუქტიულობის გაზრდის თვალსაზრისით, ისედაც ცნობილი ფაქტი იყო, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ხნით თვლემასა და ბედნიერებას შორის კავშირია. ამიტომ რთულ სიტუაციაში თვლემა მომგებიანი საშუალებაა

ბედნიერების სია – ჩამოწერეთ ყველა და ყველაფერი რაც ბედნიერს გხდით, ყველა ის პოზიტიური მოვლენა, რაც გადახდათ ან რაზეც გიოცნებიათ. დაწერეთ და წარმოთქვით ხმამაღლა.

შეადგინეთ სია , რას გინდათ მიაღწიოთ მომავალში –   იმაზე ფიქრი თუ რისი გამოცდა ან მიღწევა გინდა ცხოვრებაში , შეიძლება კარგი მოტივატორი იყოს .

იზაროვნეთ პოზიტიურად – ერთი შეხედვით შეიძლება რთულად ჩანს, მაგრამ ისეთი პოზიტიური ფრაზების წარმოთქვა, როგორიცაა: „ესეც გაივლის“, „მე ყველაფერს შევძლებ და „ყველაფერი კარგად იქნება“ ნამდვილად დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში

ჩაიკარით გულში რაიმე ან ვინმე – თუ ვინმე გყავთ გვერდით , ან შინაური ცხოველი, ან დათუნია ტედი , ან ბალიში – ჩაეხუტეთ

კონცენტრირდით იმაზე, თუ რა არის თქვენს ირგვლივ იმ მომენტში – გარემოს შესწავლა, დანახვით, მოსმენით, აღქმით, ყნოსვითა და გემოთი შეიძლება  დაშვიდებაში დაგეხმაროთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები