პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება კიდევ უფრო გაუმარტივდება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება:
“დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, “ქართული ოცნების” კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. “ქართულ ოცნების” კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს.” – თქვა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მელიამ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, ამ საკითხების დეტალურად გავლას აპირებს და პარტიის წევრებთან კონსულტაციებს იწყებს.