LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული პროექტები, რომლის მშენებლობაც საქართველოში 2020 წელს დასრულდება

185
shutterstock-479462134-baloon-1

ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუნიციპალური განვითარების ფონდი მართავს 240 მილიონი ლარის 60-მდე პროექტს.

2019 წელს ფონდმა დაასრულდა 18 პროექტი, მათ შორის:

☑ვანის მუზეუმის მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ოთხ სართულიან მუზეუმს აქვს ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები.

☑ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რასაც 11 მილიონი ლარი მოხმარდა. ბაღში მოეწყო ხელოვნური ტბა, განახლდა დენდროლოგია, ადმინისტრაციული შენობა და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები.

☑გელათის გუმბათის რესტავრაცია.

☑კაცხის სვეტთან, ზედაზენის, მოწამეთას და ნიკორწმინდას მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა.

☑ბათუმისა და ქობულეთს სანაპირო ზოლის აღდგენა.

2020 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაასრულებს:

▶ბოდბის მონასტერთან, ატენის სიონთან, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

▶ურეკის ბულვარის მშენებლობას.

▶მცხეთის მუზეუმად ადაპტაციას.

▶ონის მუზეუმის მშენებლობას.

▶ალექსანდე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას.

▶თბილისში მზიურის პარკის რეაბილიტაციას.

▶ გურჯაანის პარკის რეაბილიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები