თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისი-სტამბოლი-თბილისის ავიაბილეთის ღირებულება 339 ლარს (109 ევრო) შეადგენს.

როგორც Turkish Airlines-ში აცხადებენ, აქციის ფარგლებში, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2018 წლის 31 იანვრამდე. აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთით მოგზაურობა 2018 წლის 15 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, 2018 წლის 16 მარტიდან „თურქეთის ავიახაზების“ არსებულ მიმართულებებს კიდევ ერთი- სამარყანდი (უზბეკეთი) დაემატება.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.

მსგავსი თემები