LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თვითმფრინავში ხალხი ტიროდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა” – შავ ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა

253
Rize-Artvin-Havalimani-14-Mayista-Aciliyor

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, ღია ზღვაში აშენებული აეროპორტი ოფიციალურად უკვე ღიაა. შავი ზღვაზე რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში 14 მაისს დაეშვა.

თურქული მედიის ინფორმაციით, Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა.

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავში მოსახვედრად, ხალხი რიზედან სპეციალურად გაემგზავრა სტამბოლში. „თვითმფრინავში ხალხი ტიროდა. სავსე იყო რეისი მგზავრებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,“ – უთხრა თურქულ გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა ბულენტ ისმაილოღლუმ.

აღსანიშნავია, რომ ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები