LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა

153
skynews-hatay-turkey_6048271

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 1 498-მდეა გაზრდილი, ხოლო სირიაში, ამ დროის მონაცემებით, 810 ადამიანია დაღუპული.

ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ნანგრევების ქვეშ ადამიანები ისევ რჩებიან.

მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დაზიანდა და დაინგრა ასობით შენობა და საცხოვრებელი სახლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები