LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში წარმოებული ჩაი ლონდონში აქტიურად იყიდება

176
115938163-2780815282138962-2548963904242070271-n

თუშეთში წარმოებული ჩაი ლონდონში იყიდება, სამომავლოდ კი შესაძლოა, ირლანდიურ ბაზარზეც გამოჩნდეს. ამ უკანასკნელთან, ამ ეტაპზე, საექსპორტო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქმე ისაა, რომ სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. ქართული ჩაის წარმატებაზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სეხნიაიძემ ისაუბრა და თქვა, რომ „უშარომ“ თუშეთში წარმოებული ჩაის, კონკრეტულად კი, ბექთქონდარას ევროპაში რეალიზება, დაახლოებით, 3-4 თვეა, მცირე პარტიებით დაიწყო.

ცნობისთვის, „უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის  მურაბას და სანელებლებს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები