LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ პირველი განცხადებას ავრცელებს – არხი პარალიზებულია

435
პირ-e1543383730825

ტელეკომპანია “პირველის” ცენტრალურ სერვერზე დღეს დილით კიბერშეტევა განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერშეტევამ არხის სრული პარალიზება გამოიწვია და ეთერში მაუწყებლობა სრულფასოვნად ამ დრომდე ვერ გადის. 

“დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტვ პირველის მფლობელი ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაიბარა. ვატო წერეთელი ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა.

მფლობელი მის დაკითხვებს ტელეკომპანია პირველის კრიტიკულ საინფორმაციო პოლიტიკას უკავშირებს. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ამ საქმეზე დაკითხვას ადრეც ითხოვდა, თუმცა ის მხოლოდ მას შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმეზე სხვებს ბრალი წაუყენეს. 

მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდათ – ვატო წერეთელი

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.

ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ, შანსი ნული გაქვთ, ყველას ვერ დაიჭერთ – ტვ პირველის დამფუძნებელი

არხის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  ტელეკომპანიაზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები. თუმცა ის არ დაკონკრეტებულა ვისი მხრიდან და რა ფორმის იყო ეს შეტევები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები