LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყუილია, ტყუილი“ – კობახიძე დეგნანის მიმართ შესაძლო მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

463
კობახიძე და დეგნანი

„ეს არის ტყუილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების რეპლიკის საპასუხოდ თქვა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა, კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

„ტყუილია, ტყუილი,“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მდინარაძე: რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? – მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მან უპასუხა:

„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები