LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? – მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

101
BeFunky-collage (6)

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების და პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს უკავშირდება.

„თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა.

თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს.

შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, ანა ნაცვლიშვილმა და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით.” როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, ეს საფრთხის შემცველია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის და აძლიერებს რუსეთს.

დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები