LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოვლინდა

sagamodziebo654

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 031 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვისგანკუთვნილი HEETS-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები