LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან გავიდნენ ქვეყნიდან – საქართველო განიხილება ნომერ 1 სავარაუდო ადგილი

285
პრობლემები-რომლებსაც-ტურისტები-საქართველოში-აწყდებიან-660x330

უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან და უნდათ, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ. საქართველო განიხილება, როგორც ერთერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ეს ჩვენი უპირატესობაა იმიტომ, რომ დღეს ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას არა მხოლოდ საინტერესო გარემოს, არამედ იმას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული.

„აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“, – განმარტა ნათია თურნავამ.

უნგრეთის ელჩი: თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოვგზავნით ტურისტებს

ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკის მინისტრმა ისიც დასძინა, რომ „არაფერი იქნება განსაკუთრებული და უცნაური იმაში, თუკი ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს. „ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა და ამიტომ დიდი ინტერესებით ისმენენ ხოლმე ჩვენს გამოცდილებას , – აღნიშნა თურნავამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში ტურიზმის მხრივ დაწესებული წესები არ არის აცდენილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხედვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები