LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური სათამაშოები, რომლებიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, მის ცნობილ რანჩოზე იპოვეს

697
jaskosn29495

ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის რანჩო სახელწოდებით „ნევერლენდი“ დღემდე ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ადგილია. რანჩო, სადაც მოხვედრაზე უამრავი ბავშვი ოცნებობდა, განსაკუთრებით რეზონანსული გახდა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ. პოლიციამ, რომელიც პედოფილიაში ბრალდებული მუსიკოსის  ქეისს იძიებდა, რანჩოზე უამრავი უცნაური ნივთი იპოვა, ეს ისტორია რაღაცით გვაგონებს საშინელებათა ჟანრის კინოს.

მაგალითად რანჩოზე ნაპოვნი იქნა ხელთათმანები ცნობილი საშინელებთა ფილმიდან „მაკრატელხელება ედვარდი“. ესა რეკვიზიტი ტიმ ბერტონის ცნობილი კინოფილმიდან, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა. აქვე აღმოჩენილი იყო დიდი ზომის თოჯინები, რომლებიც ძალიან რეალისტური იყო. ისინი ისე იყო განლაგებული, თითქოს მათ შორის დიალოგი მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად შემაშფოთებელი გახდა თოჯინების ზომა, ისინი პრაქტიკულად იმ ზომის გახლდათ, როგორც იქნებოდა თინეიჯერი ბავშვი 13-14 წლის ასაკში. თოჯინები ისე იყვნენ ჩაცმულნი, როგორც იმ დროის ახალგაზრდები, ჯინსებსა და სპორტულ სამოსში.

 

აქვე იყო სპეციალური ოთახი, რომლის კარიც ყურადღებას საკეტით იქცევდა. დიდი ზომის ხის საკეტზე ბიჭები იყვნენ გამოსახულნი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ. რანჩოს დამთვალიერებლები იხსენებენ, რომ ეს კარი, თავად საკეტი და ოთახი ხშირად შიშს იწვევდა.

რანჩოზე აღმოაჩინეს მოოქროვილი ტახტიც. ამბობენ, რომ ის ჯექსონმა აუქციონზე 1800 დოლარად შეიძინა. აქვე იყო მოძრავი თოჯინა, მკითხავი ბებია, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველებდა. რთულად წარმოსადგენია, რატომ შეიძინა ეს რეკვიზიტი ჯექსონმა და რა მისია ჰქონდა მას.

ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია რანჩოზე ნაპოვნმა მაკოლეი კალკინის გამოსახულებამ, რომელიც თითებით იყო დახატული. ჯექსონისა და კალკინის ურთიერთობა სასამართლოზეც განიხილეს, თუმცა თავად კალკინი ამბობს, რომ ჯექსონი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჯექსონის რანჩოზე იყო ასევე რობოტი ჯექსონის გამოსახულებით. განსაკუთრებულად საშიში სანახაობა გახლავთ ჯექსონის გამოსახულებით შექმნილი ფიგურები, რომლებიც იმაზე არასასიამოვნო სანახავია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.

ზოგადად, რანჩოზე ბევრი სათამაშო შეგხვდებათ, რომელიც სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟს გაგახსენებთ, თითქოს მასში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ყურადღებას იქცევს მათი თვალები, ისინი თითქოს მისტიკურია და ყველაფერს  ხედავს, ასე აღწერენ მათ თვითმხილველები.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჯექსონს ჰქონდა ერთი სერიოზული პრობლემა, მას უჭირდა გამოსვლა ბავშვობიდან. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ყველა ეს რეკვიზიტი, ამ პრობლემის გამოძახილი ყოფილიყო.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g