LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური, შანტაჟის განცხადება, თუ პარლამენტში შესვლისთვის წვალება – ვინ როგორ გაიგო „გირჩის“ 7 პუნქტიანი გეგმა

107
GIRCHI

„გირჩმა“ საზოგადოებას 7 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ.

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

საზოგადოებაში ყველაზე დიდი გამოხმაურება მე- 7 პუნქტს მოჰყვა.

„გირჩი“ პარლამენტში შევა, თუ მოხდება  მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

„გირჩის“ შეთავაზება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვანაირად გაიგო.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ „გირჩი“ პარლამენტში შესვლის გამართლებას ცდილობს და ცალკეული პუნქტები სწორედ ამიტომ წარადგინა.

„ცალკეული საკითხის საბაბად გამოყენება იმისთვის, რომ შევიდნენ ივანიშვილის მიერ ძალადობით და მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით შექმნილ სტრუქტურაში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ, ეს, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

 

 

„ევროპული საქართველო“ და „ლელო“ ერთ აზრზე არიან და მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების მთავარი საგანი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უნდა იყოს.

„ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ძირითადი ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა იყოს შარლ მიშელის მიერ დადებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ, ამ პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა კი განაცხადა, რომ ვერანაირი შვიდი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ექვსი პუნქტი არის ის მინიმალური პაკეტი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეძლოს უკუსვლის შეფერხება, პოლიტიკური მშვიდობის მიღწევა და მუშაობა, რომ წინ წავიწიოთ. არანაირი ახალი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს, ეს შვიდი საკითხი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „გირჩს“ მეტად თამამი ქმედებისკენ მოუწოდებს და დარწმუნებულია, რომ „გირჩს“ პარლამენტში შესვლა უნდა და გზებს ეძებს და წვალობს.

 

 

„იქ იმ პუნქტებში არის საკითხები, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ ერთმნიშვნელოვნად და ხელიც გვაქვს მოწერილი – ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა მოხდეს. ადამიანს ჰქონდეს უფლება, თვითონ შეარჩიოს რომელ მოსამართლესთან განიხილება მისი საქმე; რაიონული პოლიციის ხელმძღვანელების (შერიფების) არჩევა და .შ. ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი.

7 პუნქტის გამოცხადება და მერე ერთ-ერთის დაკმაყოფილებაზე თანხმობა, ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს.

ვხედავ იმას, რომ „გირჩს“ უნდა პარლამენტში, მაგრამ წვალობს და რაღაცა გზებს ეძებს, უფრო თამამად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – აცხადებს ელისაშვილი.

„გირჩის“ ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წამოვა.

„კარგი პუნქტებია, მაგრამ მაგაზე შანსი არაა, „ოცნება“ რომელიმეზე წამოვიდეს, არც ერთზე არ წამოვა. მაქსიმუმ, დაპირდნენ და მოატყუონ და გადააგდონ. მახსოვს, როდესაც მაგ 7-ის მაგივრად ერთი იყო, სრულად პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე და შემოვდიოდით და არ შეასრულა, ახლა უბრალოდ 6 პუნქტი დაამატეს და ასარჩევს აძლევენ მეტს. სინამდვილეში ნებისმიერი ეგ პუნქტი, ნებისმიერი, რაღაც თვალსაზრისით გულისხმობს ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან და ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე ,,სტრატეგია აღმაშენებელი” მათ პოზიციას არ ვეთანხმებით – ასეთია სერგო ჩიხლაძის პოზიცია.

 

მმართველი გუნდი კი შვიდპუნქტიან გეგმაში ცდილობს, გადაკვეთის წერტილები იპოვოს.

შევეცდებით ვიპოვოთ წერტილები, რომელშიც შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი ხედვა –  განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის” 7 პუნქტიან ჩამონათვალზე.

თუმცა იქვე უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ მისი პირველადი შთაბეჭდილებით, საკითხი არასწორად არის დაყენებული და ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის.

შევეცდებით ვიპოვოთ წერტილები, რომელშიც შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი ხედვა: სარჯველაძე “გირჩის” 7 პუნქტიან ჩამონათვალზე

არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება – ეს არ არის საკმარისი, რათა ამ თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არსებობს თემები, რაზე მსჯელობაც შეიძლება, თუმცა გარკვეული საკითხები „გირჩმა“ უკეთესად უნდა დაასაბუთოს.

 

 

„შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

„გირჩის“ შვიდპუნქტიანი მოთხოვნა შემდეგნაირად გამოიყურება:

„ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;

რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში);

პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;

ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;

რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;

მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, –  “გირჩი” ამბობს, რომ ბოიკოტს შეწყვეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ  შვიდი პუნქტიდან ერთ-ერთი მაინც შესრულდება სრულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები