CNN პაკისტანის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ უცნობი ადამიანი აშშ-ში თურქეთის საელჩოში მივიდა და მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო.
შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ქველმოქმედების ასეთი მაგალითები კაცობრიობას საშუალებას აძლევს, ერთი შეხედვით გადაულახავი სირთულეები გადალახოს.
„ღრმად შეძრული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც მივიდა აშშ-ში თურქეთის საელჩოში და 30 მილიონი დოლარი შესწირა“, – წერს შეჰბაზ შარიფი.
ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Anadolu-ც ადასტურებს.
Deeply moved by the example of an anonymous Pakistani who walked into Turkish embassy in the US & donated $30 million for earthquake victims in Türkiye & Syria. These are such glorious acts of philanthropy that enable humanity to triumph over the seemingly insurmountable odds.
— Shehbaz Sharif (@CMShehbaz) February 11, 2023